weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ოსკარების რეკორდსმენი დენიელ დეი-ლუისი სამსახიობო კარიერას ასრულებს

15:48 ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017

ოსკარების დაჯილდოების რეკორდსმენმა, სამი ოსკარის მფლობელმა ბრიტანელმა მსახიობმა დენიელ დეი-ლუისმა მსახიობის კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

მსახიობის განცხადება მისმა პუბლიცისტმა ლესლი დარტმა გამოაქვეყნა.

„დენიელ დეი-ლუისი მსახიობად აღარ იმუშავებს. ის უდიდესი მადლიერია მრავალი წლის მანძილზე არსებული ყველა მისი თანამშრომლისა და მაყურებლის. ეს პირადი გადაწყვეტილებაა და ამ თემაზე არც ის და არც მისი წარმომადგენლები კომენტარს აღარ გააკეთებენ.“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

60 წლის მსახიობის მონაწილეობით უკანასკნელი ფილმი მიმდინარე წლის 25 დეკემბრიდან გამოვა. ახალ სურათში, რომლის სათაურია - Phantom Thread, მოქმედება 1950-იანი წლების ლონდონის მოდის ბიზნესში ვითარდება. ფილმი დენიელ დეი-ლუისისა და სცენარისტ-რეჟისორ პოლ თომას ანდერსონის მეორე ერთობლივი ნამუშევარი იქნება. მოგეხსენებათ, დუეტის პირველმა თანამშრომლობამ (There Will Be Blood) მსახიობს კარიერაში მეორე ოსკარი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ დენიელ დეი-ლუისი ერთადერთი მსახიობია, რომელსაც ოსკარის სამი ჯილდო მამაკაცის მთავარი როლებისთვის აქვს მოპოვებული, ფილმებით: My Left Foot (1989), There Will Be Blood (2007), Lincoln (2012).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]