weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმში რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში ითამაშებენ

12:18 შაბათი, 04 მარტი 2017

მრავალწლიანი საოცნებო განგსტერული კინოპროექტი - ასე აფასებენ კრიტიკოსები ოსკაროსანი რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს ახალ ფილმს, სადაც ასევე ოსკაროსანი იტალო-ამერიკელი კინოვარსკვლავები - რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო და ჯო პეში გამოჩნდებიან.

ბიოგრაფიული დრამა სათაურით „ირლანდიელი“ (The Irishman), რომლის ბიუჯეტი 125 მილიონი დოლარია, ცნობილი განგსტერის, „ირლანდიელის“ მეტსახელით ცნობილი ფრენკ შირანის შესახებაა და მასში ნაჩვენები იქნება 25 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული შირანის მონაწილეობა სხვა ცნობილი განგსტერის ჯიმი ჰოფას (ფილმში მის როლს ალ პაჩინო ასრულებს) გაუჩინარების საქმეში. შირანის როლს ფილმში ორი ოსკარის მფლობელი რობერტ დე ნირო განასახიერებს და აღნიშნული ფილმი სკორსეზესა და დე ნიროს რიგით მე-9 ერთობლივი ნამუშევარი იქნება.

აღსანიშნავია, რომ მარტინ სკორსეზეს ახალი მაღალბიუჯეტიანი ფილმს ძალადობრივი სცენებისა და უხამსი ლექსიკის გამო R-რეიტინგი ექნება. ფილმის სცენარის ავტორი ოსკაროსანი სცენარისტი სტივენ ზაილიანია, რომელმაც პირველწყაროდ ჩარლზ ბრანდტის წიგნი (I Heard You Paint Houses) გამოიყენა.

„ირლანდიელში“ ოსკაროსანი ვარსკვლავური სამსახიობო ტრიოს გარდა, მაყურებელი ჰარვი კაიტელსა და ბობი კანავალესაც იხილავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]