weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

NASA-ს ტელესკოპმა ულამაზესი გალაქტიკა ფოტოზე დეტალურად დააფიქსირა

14:31 ოთხშაბათი, 04 იანვარი 2017

კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ იდუმალებით მოცულ გალაქტიკა IRAS 16399-0937-ს დღეისთვის ყველაზე დეტალური ფოტო გადაუღო. IRAS 16399-0937 წარმოქმნილია ორი გალაქტიკის შეჯახების შედეგად, რომელთა ბირთვებიც ჯერ კიდევ შერწყმის პროცესში იმყოფება. ხილვადი სინათლის ნაცვლად, გალაქტიკა მუდმივად გამოასხივებს ინტენსიურ მიკროტალღურ რადიაციას და გიგანტური ლაზერივით მოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწიდან 370 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარე ამ გალაქტიკას მეცნიერები დიდი ხანია იცნობენ, „ჰაბლის“ მიერ გადაღებული ფოტო ამ დრომდე მისი შიდა სტრუქტურის ყველაზე უფრო დეტალური სურათია. გალაქტიკა არც ისეთი მშვიდია, როგორიც ფოტოზე ჩანს, სინამდვილეში იგი მოძრავია.

„ამ გალაქტიკას ყველა სხვა გალაქტიკისგან განსხვავებული, ამაღელვებელი და ფუტურისტული კლასიფიკაცია აქვს, ანუ მას გააჩნია მეგამაზერი“, - ნათქვამია NASA-ში.

მაზერები (მიკროტალღა და ლაზერი ერთად) სამყაროში ბევრგანაა, სადაც კი მტვრის მოლეკულური ღრუბლები ზრდის, აძლიერებს და აფოკუსირებს სხვა მხარეს გამოყოფილ და მათში გავლილ მიკროტალღურ რადიაციას. რამდენიმე მაზერი ჩვენს გალაქტიკაშიცაა, თუმცა IRAS 16399-0937-ის მეგამაზერი გაცილებით კაშკაშაა. იგი 100 მილიონჯერ უფრო კაშკაშაა და თითქმის მთლიანი გალაქტიკაც როგორც მაზერი ისე მოქმედებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]