weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საკულტო რეჟისორი ჯორჯ რომერო 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

11:17 ორშაბათი, 17 ივლისი 2017

ცნობილი ამერიკელი საკულტო საშინელებათა ფილმების სცენარისტი და რეჟისორი ჯორჯ რომერო ფილტვის სიმსივნით 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინოში ზომბი ჟანრის ერთ-ერთმა მთავარმა ფუძემდებელმა „ცოცხალი მკვდრების ღამე“ და მისი მრავალი გაგრძელება („მკვდრების განთიადი“, „მკვდრების დღე“, „მკვდრების მიწა“, „მკვდრების დღიური“) გადაიღო.

აღსანიშნავია, რომ სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე მიცემულ ინტერვიუში რომერო ახალ პროექტზე საუბრობდა: მორიგი ზომბი-ფილმი სათაურით „მკვდრების გზა“ (Road of the Dead) „შეშლილი მაქსის“ მსგავსი სტილის უნდა ყოფილიყო.  რომერო ფილმის პროდიუსერი იქნებოდა.

„მკვდრების“ ზომბი-ფრანშიზის გარდა რომეროს გადაუღია ისეთი ფილმები, როგორებიცაა: „რაინდი მრბოლელები“ (Knightriders), „მარტინი“ (Martin), „კრიპშოუ“ (Creepshow) და „შეშლილები“ (The Crazies).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]