weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მეცნიერებმა ინდოეთში ბაყაყის უცნაური სახეობა აღმოაჩინეს

14:24 ორშაბათი, 28 აგვისტო 2017

ინდოეთში, დასავლეთ გატების ქედის მთებში მეცნიერებმა ბაყაყის უჩვეულო სახეობა აღმოაჩინეს. ახალაღმოჩენილ ამფიბიას მკაფიო ფერის კრიალა კანი, გუგების გარშემო ღია ცისფერი სარტყელი და ღორის დინგის მსგავსი ცხვირი აქვს.

მეცნიერებმა ახალ სახეობას 2014 წელს დასავლეთ გატებში დაღუპული ინდოელი ჰერპეტოლოგისტის, დოქტორ სუბრამანიამ ბჰუპატის საპატივსაცემოდ ბჰუპატის მეწამული ბაყაყი (Nasikabatrachus bhupathi) უწოდეს.

გაირკვა, რომ უჩვეულოდ პატარა თვალების, მოკლე კიდურებისა და მოგრძო დინგის მქონე ბაყაყი სიცოცხლის უმეტეს ნაწილს მიწის ქვეშ ატარებს. იგი ამავე რეგიონში 2003 წელს აღმოჩენილ მსგავს სახეობას (Nasikabatrachus sahyadrensis ) ენათესავება, რომელთან ერთადაც ბაყაყის ამ ოჯახის (სეიშელის ბაყაყები) მხოლოდ ორ წარმომადგენელს ქმნის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]