weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩრჩილის ახლადაღმოჩენილ სახეობას ოქროსფერი თმის გამო დონალდ ტრამპის სახელი უწოდეს

10:24 პარასკევი, 20 იანვარი 2017

სამხრეთ კალიფორნიაში აღმოჩენილ ჩრჩილის ახალ სახეობას, რომელსაც თავზე ოქროსფერი ბუსუსები აქვს, მეცნიერული დასახელება Neopalpa donaldtrumpi შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპატივსაცემოდ უწოდეს.

სახეობის აღმომჩენის, მეცნიერებათა დოქტორ ვაზრიქ ნაზარის განმარტებით, აღნიშნული ჩრჩილის ნახვისთანავე მისი გარეგნობა დონალდ ტრამპის სავიზიტო ბარათად ქცეულ ვარცხნილობას მიამსგავსეს და სახელიც ამის მიხედვით უბოძეს.

ახალი სახეობა გადარჩენის პროცესშია, რადგან ცდილობს გაუმკლავდეს ბუნებრივი ჰაბიტატის დაკარგვას. მეცნიერთა აზრით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის სახელის მინიჭება მის მიმართ ინტერესსა და პოპულარობას გაზრდის.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]