weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ვარსკვლავური ომების“ ახალი ეპიზოდის რეჟისორად ჯ.ჯ. აბრამსი დაბრუნდა

11:40 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017

საკულტო კოსმოსური კინოსაგა „ვარსკვლავური ომების“ მე-9 ეპიზოდს ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ჯეფრი ჯეიკობ აბრამსი გადაიღებს, რომელმაც რეჟისორის სავარძელში პროდიუსერებთან შეუთანხმებლობის გამო პროექტიდან წასული კოლინ ტრევოროუ შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ჯ.ჯ. აბრამსი უკვე იყო ხსენებული ფრანშიზის მონაწილე - რეჟისორმა „ვარსკვლავური ომების“ ახალი ტრილოგიის პირველი ფილმი, 2015 წელს გამოსული მე-7 ეპიზოდი  გადაიღო ქვესათაურით „ძალის გამოღვიძება“ (Star Wars: The Force Awakens).

„‘ძალის გამოღვიძებით’ ჯ.ჯ. აბრამსმა ის ყველაფერი გააკეთა, რასაც ვიმედოვნებდით და აღფრთოვანებული ვარ, რომ სწორედ ის ბრუნდება ამ ტრილოგიაზე სამუშაოდ.“ - აღნიშნა ოფიციალურ განცხადებაში ფილმის პროდიუსერმა, ოსკარის რვაგზის ნომინანტმა კატლინ კენედიმ.

„ვარსკვლავური ომების“ ხსენებული ეპიზოდის პრემიერა 2019 წლის 20 დეკემბერს შედგება. ჯ.ჯ. აბრამსის მისვლის გამო, მის სცენარზე ამჟამად კიდევ მიმდინარეობს მუშაობა - ჯეკ თორნის, დერეკ კონოლისა და კოლინ ტრევოროუს დაწერილ დრაფტს თავად აბრამსი და ოსკაროსანი სცენარისტი ქრის ტერიო შეასწორებენ. რაც შეეხება ეპიკური კოსმოსური ოპერის ჯერ-ჯერობით უკანასკნელ მე-8 ეპიზოდს სათაურით „უკანასკნელი ჯედაი“, რომლის რეჟისორიც რაიან ჯონსონი (Brick, The Brothers Bloom, Looper) გახლავთ, იგი მსოფლიოს კინოეკრანებზე მიმდინარე წლის 15 დეკემბრიდან გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]