weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ალფონსო კუარონი ჰორორ-სერიალში კეისი აფლექს გადაიღებს

12:34 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

მექსიკელი ოსკაროსანი რეჟისორი ალფონსო კუარონი საშინელებათა ჟანრის სერიალზე მუშაობას იწყებს, რომელშიც მთვარ როლს ოსკაროსანი კეისი აფლექი შეასრულებს.

პროექტის სიუჟეტი არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ იგი საშიში კულტის შექმნის შესახებ გვიამბობს. ალფონსო კუარონი სერიალის რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი იქნება. ჯერ-ჯერობით უსათაურო სერიალის მიმართ უკვე გამოთქვეს ინტერესი საკაბელო ტელეარხებმა და სტრიმინგ სერვისებმა.

კეისი აფლექს აქამდე არასოდეს უმუშავია სატელევიზიო პროექტში, მექსიკელი რეჟისორისთვის კი სერიალი უცხო არაა - 2014 წელს ტელეარხ NBC-ზე კუარონის შექმნილი 13-სერიანი ფანტასტიკური ჟანრის სერიალი „რწმენა“ (Believe) გამოვიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]