weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ლოს ანჯელესში მერაია კერი გაქურდეს

15:49 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

გასულ კვირას პოპულარული ამერიკელი მომღერალი მერაია კერი გაქურდეს. ბოროტმოქმედებმა პოპ-ვარსკვლავის ლოს ანჯელესში მდებარე სახლიდან არა სამკაული ან სხვა ძვირფასეულობა, არამედ სათვალეები და რამდენიმე საფულე წაიღეს.

ჯამში მოპარული საგნების რაოდენობა დაახლოებით 10 ერთეულს შეადგენს. რაც შეეხება ნივთების საერთო ღირებულებას, ის 50 000 დოლარს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ გრემის 5 ჯილდოს მფლობელი 47 წლის მომღერალი ერთადერთი არაა, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ლოს ანჯელესში გაქურდეს - მანამდე მსგავსი პრობლემა სხვა ცნობად სახეებს, მათ შორის მოდელ კენდალ ჯენერს, მსახიობ ემი როსამსა და მუსიკოსებს, ჯეისონ დერულოსა და ალანის მორისეტსაც ჰქონდათ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]