weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ცნობილი გახდა კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის სიუჟეტის დეტალები

14:06 სამშაბათი, 21 ნოემბერი 2017

აღიარებული სცენარისტისა და რეჟისორის, კვენტინ ტარანტინოს ახალი, რეალურ მოვლენებზე ნაწილობრივ დაფუძნებული ფილმის მწარმოებელი სტუდიისა და სიუჟეტის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც უკვე ცნობილია, ორი ოსკარის მფლობელი ტარანტინო გახმაურებული სექს-სკანდალის გამო აღარ ითანამშრომლებს აქამდე არსებულ მუდმივ კოლაბორატორებთან - ბობ და ჰარვი ვაინშტაინებთან, ამიტომაც რეჟისორის ახალ ფილმის წარმოებით „ვაინშტაინ კომპანისა“ და „მირამაქსის“ ნაცვლად, სტუდია Sony Pictures დაკავდება, სურათის პროდიუსერი კი ოსკარის ნომინანტი დევიდ ჰეიმანი იქნება.

ვარსკვლავური სამსახიობო გუნდი კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმში

რაც შეეხება ჯერ-ჯერობით უსათაურო ახალი ფილმის სიუჟეტს, აქამდე ცნობილი იყო, რომ იგი 1969 წელს ჩარლზ მენსონის დაფუძნებული კომუნის მიერ განხორციელებული გახმაურებული მკვლელობების ფონზე განვითარდებოდა, თუმცა როგორც თავად ტარანტინომ განმარტა და როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, აღნიშნული ფაქტი მხოლოდ გამოყენებული იქნება ფილმში, სიუჟეტის გმირები კი მენსონისა და მისი სექტის წევრების ნაცვლად სხვები იქნებიან. მთავარი პერსონაჟი ფილმში მსახიობი იქნება, რომელიც წარმატებული ტელესერიალის წყალობით მოიპოვებს პოპულარობას, შემდეგ კი ცდილობს ჰოლივუდში განაგრძოს კარიერა, თუმცა იგივე მიზანი აქვს მისავე მეგობარს - კასკადიორს, რომელიც მისი დუბლიორია.

ორი მთავარი როლისთვის უკვე განიხილება სამი ვარსკვლავი: ბრედ პიტი, ტომ კრუზი და ლეონარდო დიკაპრიო. არაოფიციალური ინფორმაციით, იმ ფაქტის გამო, რომ ბრედ პიტისა და დიკაპრიოსგან განსხვავებით, ტარანტინოს აქამდე არასოდეს უმუშავია ტომ კრუზთან, მთავარი როლის მოსაპოვებლად ამ უკანასკნელის შანსები მაღალია.

რაც შეეხება სხვა როლებსა და მსახიობებს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მენსონის სექტის მიერ მოკლული შერონ ტეიტის როლში კვენტინ ტარანტინოს მარგო რობის ხილვა სურს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]