weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენია

12:16 ოთხშაბათი, 22 ნოემბერი 2017

ბიზნეს ჟურნალ „ფორბსის“ მიხედვით, 37 წლის ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. მან ერთ წელიწადში 30.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა.

მეორე ადგილი ასევე ბრაზილიელ ადრიანა ლიმას ერგო, ტოპ-ათეულში კი მოხვდნენ: კარლი კლოსი, კენდალ ჯენერი, როუზი ჰანტინგტონ-უაიტლი, კარა დელევინი და ჯიჯი ჰადიდი. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ რეიტინგში ვერ მოხვდნენ ბრიტანელი კეიტ მოსი და რუსი ნატალია ვოდიანოვა.

აქვე გეტყვით, რომ ჟიზელ ბიუნდჰენმა 2009 წელს იქორწინა ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ტომ ბრეიდისთან და მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]