weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბორნეული ორანგუტანის სამყარო

13:49 ხუთშაბათი, 11 მაისი 2017

ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულ ბორნეოზე მცხოვრები, კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ორანგუტანისთვის საფრთხეს ნადირობა და ტყეების გაჩეხვა წარმოადგენს. ქრის პეკჰემის წიგნში „ორანგუტანის სამყარო“, მრავალი ფოტო და ამ სახეობის შესახებ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები თუ შეხედულებებია თავმოყრილი. ახალი წიგნი ორანგუტანის ბრიტანული ფონდის 25 წლის იუბილისადმია მიძღვნილი.

ბორნეოზე ტყეების რეგენერაციის პროექტიც მიმდინარეობს, რაც ათეულ ათასობით ხის დარგვას მოიცავს. სამხრეთ ბორნეოზე არსებულ ტანჯუნგ პუტინგის ეროვნული პარკი ორანგუტანთა კონსერვაციითაა ცნობილი.

პრიმატების ყველაზე დიდი წარმომადგენლის, ორანგუტანის ორი მსგავსი სახეობა არსებობს - ბორნეული (Pongo pygmaeus) და სუმატრული (Pongo abelii). ისინი ერთმანეთისგან გარეგნულად მცირედით განსხვავდებიან. ორანგუტანების დაჭერა და მოკვლა აკრძალულია. პრიმატების ეს წარმომადგენელი, რომელიც 30 წლამდე ცოცხლობს, როგორც წესი სიცოცხლეს ძირითადად ხეებზე ატარებს და მარტო ცხოვრობს, რადგან მხოლოდ დედა-შვილი არიან ერთად 3-4 წლამდე, ანუ იქამდე სანამ დედა ნაშიერს ძუძუთი კვებავს.

ორანგუტანების საცხოვრებელი ტანჯუნგ პუტინგის პარკი მრავალფეროვანი ფაუნითაა წარმოდგენილი, ადამიანის მსგავსი მაიმუნის გარდა აქ შეხვდებით ყარყატისნისკარტა ალკუნს (Pelargopsis capensis), შავ-წითელ რქანისკარტას (Cymbirhynchus macrorhynchos), გრძელტერფას (Tarsiidae), გრძელკუდა იავურ მაკაკებს (Macaca fascicularis), ცხვირა მაიმუნებს (Nasalis larvatus), ვაგლერის გველგესლას (Tropidolaemus wagleri) და სხვ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]