weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ედ შირანი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით დაჯილდოვდა

15:04 შაბათი, 09 დეკემბერი 2017

პოპულარული ინგლისელი მომღერალი ედ შირანი გაერთიანებული სამეფოს პრინცმა ჩარლზმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.

„სხვა ადამიანებთან შედარებით, ბევრი ტალანტი არ მაქვს. სიმართლე რომ ვთქვა, ნიჭი წარმატების მხოლოდ 30%-ია, დანარჩენი კი თავდაჯერებულობა და მიზანდასახულობაა“ – განაცხადა ედ შირანმა.

26 წლის მუსიკოსმა მიღებული საპატიო ჯილდოს აღების შემდეგ, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში გამოსვლის სურვილი გამოთქვა.

ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, სხვადასხვა აღიარებებსა და მუსიკალურ დაჯილდოებებს შორის, ედ შირანს 60-მდე პრიზი, მათ შორის გრემის 2 ჯილდო აქვს მოპოვებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]