weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

არის თუ არა მზის სისტემაში შემოჭრილი ობიექტი უცხოპლანეტელთა ხომალდი

10:41 ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017

მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, მზის სისტემაში პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი გამოჩნდა, რომელსაც სახელად „ოუმუამუა“ უწოდეს (ჰავაიურად: შიკრიკი, მაცნე.), ასტრონომები, მეცნიერები და კოსმოსის ენთუზიასტები აქტიურად ცდილობენ გაარკვიონ, შეიძლება თუ არა, რომ ეს ობიექტი სინამდვილეში რომელიმე მოწინავე ცივილიზაციის მიერ გამოგზავნილი კოსმოსური ზონდი იყოს.

ამ შესაძლებლობით განსაკუთრებით დაინტერესებულია რუსი მილიარდერი იური მილნერი, რომელიც ახორციელებს პროექტს Breakthrough Listen. ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტრონომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ავი ლოებთან შეხვედრის შემდეგ, Breakthrough Listen აანონსებს, რომ ფოკუსურებას მოახდენს „ოუმუამუაზე“, რათა გაარკვიონ, გამოსცემს თუ არა ეს ობიექტი რადიოსიგნალებს. მილნერისთვის მიწერილ წერილში, ლოები აღნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად სწავლობს ამ ობიექტს, ის მეტად უფრო უცნაური ჩანს და ინტერესში აგდებს, რადგან შეიძლება ის საერთოდაც ხელოვნურად დამზადებული ზონდი იყოს, რომელიც ჩვენკენ რომელიმე არამიწიერმა ცივილიზაციამ გამოგზავნა.

ობიექტი პირველად ჰავაიზე განთავსებულმა ტელესკოპმა Pan-STARRS-მა შეამჩნია. ამის შემდეგ, თანდათან გაირკვა ისიც, რომ მას ტიპური ასტეროიდის ან კომეტისთვის არადამახასიათებელი თვისებებიც აქვს. თავდაპირველად „ოუმუამუა“ კომეტა ეგონათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას აორთქლებული ნივთიერებებისგან წარმოქმნილი კუდი (კომა) არ აქვს.

მეცნიერები კარგად აცნობიერებენ იმასაც, რომ ძალიან მცირეა შანსი, ეს ობიექტი ხელოვნური იყოს და არა ბუნებრივად წარმოქმნილი. თუმცა, მეცნიერება არაა მიდრეკილი, იმოქმედოს აბსოლუტური შეუძლებლობის სამეფოში. „ოუმუამუა“ არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის (SETI) ენთუზიასტებს განსაკუთრებით აღაფრთოვანებს. მათი აზრით, მზის სისტემაში მისი გამოჩენა პოტენციური არამიწიერი ცივილიზაციის ხელწერას ჰგავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]