weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჯექსონის თქმით ვაინშტაინმა „ბეჭდების მბრძანებლიდან“ ეშლი ჯადი და მირა სორვინო მოახსნევინა

12:23 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

სამი ოსკარის მფლობელი სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი პიტერ ჯექსონი ჰარვი ვაიონშტაინის გარშემო არსებულ სკანდალს გამოეხმაურა და ახალ ზელანდიურ გამოცემა Stuff-თან საუბარში გაიხსენა, თუ როგორ დაბლოკა გავლენიანმა ჰოლივუდელმა პრიოდიუსერმა „ბეჭდების მბრძანებლის“ ქასთინგისას ეშლი ჯადი და მირა სორვინო.

პიტერ ჯექსონის თქმით, როდესაც იგი ტოლკინის ეპიკური ტრილოგიის კინოადაპტაციისთვის ემზადებოდა, ვაინშტაინების კუთვნილ სტუდია „მირამაქსთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. სწორედ მაშინ, ჰარვი ვაინშტაინის დაჟინებული მოთხოვნით, მსახიობთა შერჩევის პროცესიდან ეშლი ჯადი და მირა სორვინო მოხსნეს, რომლებთანაც პროდიუსერს უკვე ჰქონდა სექსუალური ხასიათის შევიწროების გამოცდილება.

საბოლოოდ პიტერ ჯექსონისა და „მირამაქსის“ თანამშრომლობა არ შედგა და ახალ ზელანდიელმა რეჟისორმაც ტრილოგიის წარმოებისთვის სტუდია New Line Cinema აირჩია.

პიტერ ჯექსონის აღნიშნული განცხადება ეშლი ჯადმა და მირა სორვინომ „ტვიტერის“ საშუალებით დაამოწმეს, ჰარვი ვაინშტაინმა კი ჯექსონის ნათქვამი კატეგორიულად უარყო.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეშლი ჯადი იყო პირველი, ვინც ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში ამხილა, რასაც მოკლე დროში ოსკაროსანი პროდიუსერის წინააღმდეგ გამოთქმული 90-მდე სხვა ქალის ბრალდება მოჰყვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]