weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსახიობთა გილდიის დაჯილდოვებაზე მხოლოდ ქალი პრეზენტერები იქნებიან

17:07 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

პრესტიჟულ ამერიკულ კინოდაჯილოდებაზე, მსახიობთა გილდიის ჯილდოს გადაცემის წლევანდელ ცერემონიაზე, გამარჯვებულებს სცენაზე მხოლოდ ქალი პრეზენტერები გამოაცხადებენ. სიმბოლური პროტესტის მიზეზი ბოლო პერიოდში ჰოლივუდში გახმაურებული ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობაა.

იგივე მიზეზით, მსგავსი გადაწყვეტილება ოქროს გლობუსების დაჯილდოების ცერემონიისთვისას მიიღეს - დაჯილდოვებაზე მყოფ ყველა ქალს (ნომინანტებსაც და პრეზენტერებსაც) მხოლოდ შავი ფერის სამოსი ეცმებათ.

მსახიობთა გილდიის დაჯილდოვების რიგით 24-ე ცერემონია 21 იანვარს გაიმართება. პირველად არსებობის ისტორიაში, აღნიშნულ ცერემონიას წამყვანი ეყოლება და ის ახალგაზრდა მსახიობი კრისტენ ბელი იქნება. ცერემონიაზე ვეტერანი კინოვარსკვლავი მორგან ფრიმენი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]