weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

Switchblade: მსოფლიოს პირველი მფრინავი სპორტქარი

15:05 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

ამერიკული კომპანია Samson Motorworks უკვე შვიდი წელია მფრინავი ავტომობილის შექმნაზე მუშაობს. ავტომატურად დასაკეცი ფრთების მქონე სამთვლიანი აპარატი სახელად Switchblade (ინგ: საკეცი დანა), ბაზარზე 2018 წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს.

საგზაო კონფიგურაციის ავტომობილის სიგრძე 5.1 მ (საფრენის - 6.2 მ), სიგანე - 1.8, სიმაღლე კი 1.5 მეტრია, გაშლილი ფრთები 8.2 მეტრს შეადგენს. აპარატს 190 ცხენისძალაზე მეტი სიმძლავრის V4 ძრავა აქვს. ჰაერში იგი 305 კმ/სთ-ით გადაადგილდება და 724 კმ-ს დაფარავს. კონსტრუქციას საფუძვლად ნახშირპლასტიკის მონოკოკი უდევს. ყოველი შემთხვევისთვის, ტრიციკლი პარაშუტის სისტემითაცაა აღჭურვილი.

ტრიციკლს „მსოფლიოში პირველი მფრინავი სპორტქარი“ უწოდეს. ავტომობილის მფლობელმა პილოტის ლიცენზია უნდა აიღოს. აპარატს ასაფრენად 335 მეტრი ჭირდება, დასაშვებად კი - 488 მ. მისი პირველი პარტია 500 000 დოლარი ეღირება, შემდეგ კი - 140 000$. მფრინავ ავტომობილს რამდენიმე ვერსია ექნება, რომელიც გამორჩეული იქნება ორიენტაციით, ზეცასა თუ ასფალტზე, ასაფრენ დისტანციასა და დაშვებაზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]