weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თვითაღდგენადი მინის წყალობით შესაძლოა გატეხილი ეკრანების ხანა დასრულდეს

12:04 პარასკევი, 22 დეკემბერი 2017

სმარტფონის ეკრანის დაზიანება შესაძლოა წარსულს ჩაბარდეს, რადგან იაპონელ მეცნიერთა ჯგუფმა ახალი სახის თვითაღდგენადი მინა შექმნა, რომელიც გატეხვის შემთხვევაში კვლავ მთელდება და ამისათვის მხოლოდ მასზე ხელით დაწოლაა საჭირო.

ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ შექმნილი თვითაღდგენადი პოლიმერი სრულიად შემთხვევით, წებოვანი ნივთიერებების შესწავლისას აღმოაჩინეს. კვლევის დროს, ერთ-ერთმა ჯგუფმა შენიშნა, რომ პოლიმერს, რომელსაც წებოდ გამოყენებისთვის ცდიდნენ, თვითშეწებების უნარი ჰქონდა, თუკი დაჭრიდნენ, დაპრესავდნენ და ნაწილაკებს ოთახის ტემპერატურაზე 30 წამის განმავლობაში ერთმანეთს მიაჭერდნენ.

უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტის ასპირანტმა სტუდენტმა იუ იანაგისავამ ჯგუფის მიერ მიღებულ შედეგებს არ დაუჯერა და შემდგომი ექსპერიმენტები ჩაატარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ თვითაღდგენადი მინა მართლაც მუშაობდა.

ჯგუფის ცნობით, ამ მინის შექმნა შესაძლებელია დაბალწონიანი პოლიმერის, სახელად პოლიეთერ-თიოურეას წყალობით, რომელიც ნაერთ თიოურეას გამოყენებით ზრდის წყალბადის ბმების წარმოქმნის უნარს მასალაში, როდესაც ის დაჭრილი, დაყოფილი ან გატეხილია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]