weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

Nio EP9: მსოფლიოში უსწრაფესი ელექტრო-ჰიპერქარი

13:58 შაბათი, 23 დეკემბერი 2017

კომპანიამ NextEV ლონდონის Saatchi-ის გალერეაში თავისი ახალი ბრენდი Nio და ნანატრი მეგავატური ჰიპერქარი Nio EP9 გასულ წელს წარადგინა, მაგრამ ამ ავტომობილზე საუბარი დღემდე არ წყდება.

ელექტრომობილის ძარა ნახშირბოჭკოვანი მასალის მონოკოკის გარშემოა აწყობილი, რომელიც მხოლოდ 165 კგ იწონის. ავტომობილის მასა 1375 კილოგრამია. მისი ოთხივე ელექტროძრავიდან თითოს საკუთარი გადაცემათა კოლოფი გააჩნია. 1360 ცხენისძალის ჯამური სიმძლავრე (1480 ნმ ბრუნთა მაქსიმალური მომენტი) მანქანას შესაძლებლობას აძლევს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 2.7 წამში აჩქარდეს, მაქსიმალური სიჩქარე კი 313 კმ/სთ-ია. დამუხტვის გარეშე სვლის მარაგი 427 კმ-ს შეადგენს. რვა წუთში მოსახსნელი ელემენტების „ბლოკის“ ენერგიით შევსება 45 წუთს იკავებს.

განაცხადი იმის შესახებ, რომ Nio EP9 პლანეტის უსწრაფესი ელექტროავტომობილია, „ნიურბურგრინგზე“ დამტკიცდა. NextEV-ის პირმშომ „ჩრდილოეთის რკალი“ (20.8 კმ) 7.05.12 წუთში დაფარა და ელექტრონულ ბოლიდს - TMG EV P002 (7.22.23), კუპეს - Mercedes Benz SLS AMG ED (7.56.23) და ბევრ სხვას აჯობა. გარდა ამისა, ელექტრომობილების რეკორდი საფრანგეთში, Paul Ricard-ის ავტოდრომზე მოიხსნა: შედეგმა 1.52.78 წინა მიღწევა - 2.40 დაჩრდილა.

Nio EP9-ში განივი და გრძივი დატვირთვები 2.5-3 g-ს აღწევს. მწარმოებელი ამბობს, რომ მჯდომარეები ისევე გრძნობენ თავს, როგორც F-22 ავიაგამანადგურებლის პილოტი. სარეკორდო გარბენის დროს საჭესთან ვინ იჯდა, არ სახელდება.

NextEV-ის ფირმა Nio EP9-ის ექვსი ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს და ყველა უკვე გადანახულია ინვესტორებისა და კომპანიის დამაარსებლებისთვის. ფასი უცნობია, მაგრამ შემქმნელებმა აღიარეს, რომ ერთი ჰიპერქარის აწყობა 1.2 მილიონი დოლარი ჯდება.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]