იანვარი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

რეკლამა

„ჯუნომ“ იუპიტერის ახალი ფოტოები გამოგზავნა

11:07 - 11 იანვარი 2018 hits 168

2017 წლის დეკემბერში NASA-ს 1 მილიარდ დოლარად ღირებულმა ხომალდმა „ჯუნომ“ მეათედ შემოუარა პლანეტა იუპიტერს. ყოველ 53 დღეში ერთხელ, ზონდი შედარებით ახლოს მიდის გაზის გიგანტთან და თავის ინსტრუმენტ JunoCam-ით ახალ ფოტოებს იღებს.

დედამიწაზე სურათების მიღებას, როგორც წესი, დღეები ან კვირები სჭირდება. „ჯუნოს“ გადაღებული ფოტოების ახალი სერია უთვალავ მორევს, მოჩვენებათა მსგავს ღრუბლებსა და შტორმებს ასახავს. NASA-მ და სამხრეთ-დასავლეთის კვლევითმა ინსტიტუტმა ახალი ფოტომასალა თავიანთ ვებგვერდებზე დეკემბრის ბოლოს ატვირთეს, მას შემდეგ, რაც სურათები მრავალმა ადამიანმა ვიზუალურად დაამუშავა.

შეგახსენებთ, რომ NASA-მ „ჯუნო“ 2011 წელს გაუშვა. ხუთი წლის შემდეგ, 2016 წლის 5 ივლისს, ხომალდმა პლანეტას მიაღწია და მის ორბიტაზე გავიდა. მას შემდეგ „ჯუნო“ აქტიურად იკვლევს მზის სისტემის უძველეს და ყველაზე დიდ პლანეტასა და მის სისტემას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი