იანვარი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

რეკლამა

რობერტ დე ნირომ ტრამპს „დამპალი იდიოტი“ უწოდა

16:07 - 11 იანვარი 2018 hits 106

ორი ოსკარის მფლობელმა ლეგენდარულმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ კინკრიტიკოსთა ეროვნული საბჭოს დაჯილდოებაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტს „დამპალი იდიოტი“ და „მთავარი უქნარა“ უწოდა.

დე ნირომ, რომელმაც ჯილდო მერილ სტრიპს გადასცა სტივენ სპილბერგის ახალი პოლიტიკური თრილერისთვის The Post, სიტყვით გამოსვლისას დრო იხელთა და დონალდ ტრამპის გასაკრიტიკებლად შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა.

„ფილმის ცქერა შთამბეჭდავი იყო. აღწერილი რეალური ამბავი 50 წლის წინ მოხდა, მაგრამ დღევანდელ დღესთან აშკარად უამრავი პარალელი ივლება - პრეზიდენტი ეს დამპალი იდიოტი გვყავს, დამპალი შტერი და მტავარი უქნარა. ფილმმა პრეზიდენტ ნიქსონის ცუდი, ნარცისტული, შურიანი და სულელური შეხედულებები დაგვანახა, ოჰ, ძველი კარგი დღეები“ - განაცხადა 74 წლის ვარსკვლავმა.

ცნობილია, რომ რობერტ დე ნირო დონალდ ტრამპისადმი უაღრესად მწვავე კრიტიკით აქამდეც გამოირჩეოდა და ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტად გახდომამდე მის მიმართ არაერთი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარი აქვს გაკეთებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი