weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ჩინეთში ახალაღმოჩენილ დინოზავრს სავარაუდოდ ჭრელი ბუმბულები ჰქონდა

14:03 შაბათი, 20 იანვარი 2018

ჩინეთში აღმოჩენილი ბუმბულიანი დინოზავრი სახელად Caihong juji, რაც ჩინური ენის მანდარინის დიალექტზე ნიშნავს „დიდბიბილოიან ცისარტყელას“, პატარა ზომის იყო და ნისკარტთან გამონაზარდები, კისრის გარშემო კი მრავალფერი ბუმბულოვანი საფარი ჰქონდა.

ნამარხზე დაყრდნობით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა განსაზღრა, რომ იხვის ზომის დინოზავრს, რომელიც დაახლოებით 161 მილიონი წლის წინ იურულ პერიოდში ცხოვრობდა, კოლიბრივით ფერადი ბუმბულები ჰქონდა. ფერმერის მიერ ნაპოვნი კლდის ნატეხი ამ ციცქნა დინოზავრის თითქმის მთლიან ჩონჩხს შეიცავდა.

მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ მახასიათებლებს ეს დინოზავრები პარტნიორთა მისაზიდად იყენებდნენ, რადგან კარგადაა ცნობილი, რომ ჭრელ-ჭრელი იერსახე დაკავშრებულია სქესობრივ შერჩევასა და სიგნალიზაციასთან.

ძნელია გადაჭრით იმის თქმა, თუ რა ფერის იყო მისი ბუმბულები, მაგრამ ნამარხი იმდენად დეტალური იყო, რომ შენარჩუნებული ჰქონდა მელანოსომების ფორმა - უჯრედში არსებული ორგანოიდები, რომლებიც პიგმენტაციაზეა პასუხისმგებელი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]