weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ამაზონის ჯუნგლები განადგურებასთან ახლოსაა

17:15 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

მსოფლიოში ტყეების რაოდენობა მცირდება, რადგან უკვე მრავალი წელია, ისინი ადამიანისგან მიყენებულ ზიანს უძლებენ. სამეცნიერო ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, თუკი ხეების გაჩეხვის პროცესის (დეფორესტაცია) მაჩვენებელი 20 პროცენტს ასცდება, ამაზონის ტროპიკული ტყეების (ე.წ. წვიმის ტყე) განადგურება გარდაუვალი იქნება.

ტომას ლევეხოისა და კარლოს ნობრეს კვლევის თანახმად, არსებობს რისკი, რომ ამაზონის ტყეების 50% დეგრადირებულ სავანად გადაიქცეს. ბოლო 50 წლის განმავლობაში დეფორესტაცია შეეხო ამაზონის მცენარეულობის 17%-ს, კიდევ სამი პროცენტის დამატებით კი ტყეების გადარჩენა შეუძლებელი გახდება.

პლანეტის ყველაზე წყალუხვი მდინარის ტყეების რეგიონის განადგურებაში მნიშვნელოვან როლს ასევე ასრულებს კლიმატის ცვლილება და ხანძრები. გარდა ტროპიკული ტყისა და მისი ველური ბუნების შესაძლო მოსპობისა, მოიშლება წყლის ციკლიც, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ ამერიკის მოსახლეობას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]