weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხელოვანი, რომელიც ნამუშევრებს კოვზებისა და ჩანგლებისგან ქმნის

17:02 სამშაბათი, 27 თებერვალი 2018

სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონში მცხოვრები ამერიკელი სკულპტორი მეტ უილსონი ნამუშევრების შესაქმნელად უჩვეულო მასალას იყენებს - ხელოვანი საამისოდ კოვზებს, დანებსა და ჩანგლებს ხმარობს.

უილსონის ხელოვნების გზა მშობლიური შტატის ქალაქ გრინვილში დაიწყო. იგი უინთროპის კოლეჯში ხატვასა და ფერწერას სწავლობდა, რაც მალევე შეწყვიტა. როგორც თავად ამბობს, ის არ იყო კარგი მოსწავლე. ჩარლსტონში გადასვლისას თავდაპირვლად ლანდშაფტებსა და პეიზაჟებს ხატავდა, შემდეგ კი სრულიად ახალ, კრეატიულ მიმდინარეობას მიაგნო. მანამდე იგი პორტში დაკვეთით გემებსაც ხატავდა.

ამერიკელი ხელოვანის მიერ შექმნილი მეტალის ფიგურები ძირითადად ცხოველებსა და ფრინველებს მოიცავს. ისინი ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა შთამბეჭდავი ნამუშევრებია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]