weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იულინის ფესტივალზე ძაღლის ხორცის გაყიდვა აიკრძალება

15:19 პარასკევი, 19 მაისი 2017

ჩინეთის ხელისუფლება აპირებს აკრძალოს ძაღლის ხორცის გაყიდვა იულინის გახმაურებულ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს მოვაჭრეებმა დააარსეს და ყოველწლიურად ამ ღონისძიებისთვის ათობით ათას ძაღლსა და კატას კლავენ.

როგორც გამოცემა „ინდეპენდენტს“ ცხოველთა დაცვის აქტივისტებმა განუცხადეს, ჩინეთის სამთავრობო კომუნისტური პარტიის ოფიციალურ პირებს მდგომარეობის შეცვლა და ქალაქ იულინის კულტურულ კვანძად ქცევა სურთ. ორგანიზაცია Humane Society International-ის ცნობით, მოვაჭრე, რომელიც კანონს დაარღვევს, 100 000 იუანით (1500 $) დაჯარიმდება ან დაპატიმრდება.  

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დროებითი აკრძალვაა, ვიმედოვნებთ, რომ მას დომინოს ეფექტი ექნება და საბოლოოდ, ძაღლის ხორცით ვაჭრობის გაქრობას გამოიწვევს“, - ამბობს ორგანიზაცია Duo Duo Animal Welfare Project-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრეა გუნგი. 

იულინი მსოფლიო კრიტიკის ქარცეცხლში ყოველწლიურად ეხვევა, თუმცა აკრძალვა არ შეეხება ფესტივალის ფარგლებში კატებისა და სხვა ცხოველების ხორცის გაყიდვას. ფესტივალის ფარგლებში ძირითადად უპატრონო ან მოპარულ ძაღლებს კლავენ. ადგილობრივი და საერთაშორისო პროტესტის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ფესტივალი გარკვეულწილად შეეზღუდა, რის შედეგადაც დაკლულ ცხოველთა ოდენობა შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინელთა უმეტესობა ძაღლის ხორცს არ ჭამს, იულინის ფესტივალი ქვეყანაში ძაღლის ხორცით ვაჭრობის ცენტრად იქცა. ყოველწლიურად ჩინეთში სახორცედ 10 მილიონი ძაღლი და 4 მილიონი კატა იკვლება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]