weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ოსკარების დაჯილდოების 90-ე ცერემონიას უპრეცედენტოდ ცოტა მაყურებელი ჰყავდა

16:08 სამშაბათი, 06 მარტი 2018

კვირას, ლოს ანჯელესში გამართულ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოების გადაცემის ცერემონიას, რომელიც ტრადიციულად ტელეარხ ABC-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, უპრეცედენტოდ ცოტა მაყურებელი ჰყავდა.

ცერემონიას ტელევიზორით თვალი 26.5 მილიონმა ადამიანმა ადევნა თვალი, რაც გასული წლის როდენობაზე 19%-ით მცირეა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ოსკარების ცერემონიის მაყურებელთა რაოდენობა, მას შემდეგ რაც დათვლის პრეცედენტი არსებობს, 30 მილიონ მნახველს არასოდეს ჩამოსცდენია.

მცირე მაჩვენებლის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორები სახელდება. მათ შორისაა: პოლიტიკური ქვეტექსტები და პირდაპირი გზავნილები ცერემონიაზე, დაჯილდოებაზე მონაწილე დაბალბიუჯეტიანი და დაბალშემოსავლიანი ფილმები, პროგნოზირებადი გამარჯვებულები, გასულ წელს მომხდარი შეცდომით გამოწვეული სკანდალი, იგივე წამყვანი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ 90-ე ცერემონია, რომელიც წინა დაჯილდოებებთან მიმართებაში ასევე გამოირჩეოდა ხანგრძლივობის მხრივ სიმოკლით და ბოლო პერიოდში მართლაც ყველაზე იოლად პროგნოზირებადი აღმოჩნდა, გილერმო დელ ტოროს დრამა „წყლის ფორმის“ გამარჯვებით დასრულდა.

აქვე გთავაზობთ 21-ე საუკუნეში გამართული ოსკარების ცერემონიების ჩამონათვალს ტელემაყურებელთა რაოდენობების, წამყვანებისა და გამარჯვებული ფილმების მიხედვით:

2001 - 42.9 მილიონი, სტივ მარტინი, Gladiator

2002 - 41.8 მილიონი, ვუპი გოლდბერგი, A Beautiful Mind

2003 - 33.0 მილიონი, სტივ მარტინი, Chicago

2004 - 43.5 მილიონი, ბილი კრისტალი, The Lord Of The Rings: The Return of the King

2005 - 42.1 მილიონი, ქრის როკი, Million Dollar Baby

2006 - 38.9 მილიონი, ჯონ სტიუარტი, Crash

2007 - 40.2 მილიონი, ელენ დეჯენერესი, The Departed

2008 - 32.0 მილიონი, ჯონ სტიუარტი, No Country For Old Men

2009 - 36.3 მილიონი, ჰიუ ჯეკმანი, Slumdog Millionaire

2010 - 41.3 მილიონი, სტივ მარტინი & ალეკ ბოლდუინი, The Hurt Locker

2011 - 37.9 მილიონი, ენ ჰეთევეი & ჯეიმს ფრანკო, The King’s Speech

2012 - 39.3 მილიონი, ბილი კრისტალი, The Artist

2013 - 40.3 მილიონი, სეთ მაკფერლეინი, Argo

2014 - 43.7 მილიონი, ელენ დეჯენერესი, 12 Years a Slave

2015 - 37.3 მილიონი, ნილ პატრიკ ჰარისი, Birdman

2016 - 34.4 მილიონი, ქრის როკი, Spotlight

2017 - 32.9 მილიონი, ჯიმი კიმელი, Moonlight

2018 - 26.5 მილიონი: ჯიმი კიმელი, The Shape of Water

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]