weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მარკ ჰემილს ჰოლივუდის ბულვარში ვარსკვლავი გაუხსნეს

11:18 პარასკევი, 09 მარტი 2018

კოსმოსური კინოსაგა „ვარსკვლავური ომების“ ლეგენდად ქცეული პერსონაჟის, ლიუკ სკაიუოკერის როლის შემსრულებელ მსახიობს, მარკ ჰემილს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს.

66 წლის მსახიობი საზეიმო ცერემონიაზე მეგობარ ჰარისონ ფორდთან ერთად მივიდა, რომელმაც ვარსკვლავის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გარდაცვლილი მსახიობი კერი ფიშერი გაიხსენა და მწუხარებით აღნიშნა, რომ ზეიმს აუცილებლად უნდა დასწრებოდა მათი ლეგენდარული საეკრანო ტრიოს წევრი.

შეგახსენებთ, რომ „ვარსკვლავური ომების“ მიმდინარე კინოსერიებში მარკ ჰემილის, ჰარისონ ფორდისა და კერი ფიშერის გმირებს მაყურებელი ვეღარ იხილავს.

რაც შეეხება მარკ ჰემილის კარიერას, იგი ცნობილი ხსენებული „ვარსკვლავური ომების“ ორიგინალი ტრილოგიის ეპიზოდებით გახდა. მის გარდა მსახიობი ძირითადად ნაკლებად ცნობილი ფილმებით, სატელევიზიო პროექტებითა და ხმოვანი როლებით გამოირჩეოდა. ხელახალი პოპულარობა კი კვლავ „ვარსკვლავური ომების“ ახალ ეპიზოდებში თამაშმა მოუტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]