weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შთამაგონებელი ქალები: ბარბის ახალი თოჯინები

15:11 პარასკევი, 09 მარტი 2018

თითქმის 60 წელია თოჯინა ბარბი უამრავი პატარა გოგონას განწყობისთვის ზრუნავს. სათამაშოს, მოდისა და სილამაზის ტრენდად ქცეულმა ბრენდმა ამჯერად კრეატიულ ხერხს მიაგნო და 17 ახალი თოჯინა დაამზადა, რომლებსაც რეალური, პოპულარული ქალების გარეგნობა აქვს.

სათამაშოს მწარმოებლების მიერ 8 ათასზე მეტი მშობლის გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დედების 86% წუხს იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ბარბი მათ შვილზე და რა როლურ მოდელს აითვისებენ მათგან გოგონები. ამის გამო ბარბის გენერალურმა მენეჯერმა ლაისა მაკნაითმა გადაწყვიტა ხსენებული რეალური პერსონების შთამაგონებელი გარეგნობის მქონე თოჯინების გამოშვება.

შთამაგონებელი ქალების თოჯინები, როგორც ახალ ბარბებს უწოდეს, ისეთი ისტორიული და ცნობილი სახეების გარეგნობის მქონეებია, როგორებიც არიან: ფრიდა კალო, ამელია იარჰარტი, ავა დუ ვერნე და სხვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]