weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გილერმო დელ ტორომ დამწყები მექსიკელი რეჟისორებისთვის სტიპენდია დააწესა

12:52 ორშაბათი, 12 მარტი 2018

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალისა და ოსკარების უკანასკნელი დაჯილდოების ტრიუმფატორი მექსიკელი სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი გილერმო დელ ტორო, თანამემამულე დამწყებ რეჟისორებს საზღვარგარეთ პრესტიჟულ კინოინსტიტუტებში სწავლისთვის ყოველწლიურად 600 000 დოლარიანი სტიპენდიით დაეხმარება.

გილერმო დელ ტორომ, რომელიც ასევე ცნობილია ახალგაზრდა მექსიკელი რეჟისორების ფილმების პროდიუსერობით, წამახალისებელი სიახლე ოსკარის ნომინანტ რიჩარდ ჯენკინსთან ერთად დააწესა, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა რეჟისორის ყველაზე წარმატებულ ფილმში „წყლის ფორმა“ (The Shape of Water).

აღიარებული რეჟისორი ამჟამად მშობლიურ ქალაქ გვადალახარაში მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალზე იმყოფება, სადაც ათასობით მსურველს უფასო მასტერკლასებს უტარებს. ხსენებული სტიპენდია ყოველწლიურად სწორედ გვადალახარას კინოფესტივალის ჩატარებისას გაიცემა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]