weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

როგორ დაფრინავდა არქეოპტერიქსი

12:39 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

ბუმბულიანი დინოზავრი სახელად არქეოპტერიქსი ხშირად მოიხსენიება როგორც „პირველი ფრინველი“, რადგან ეს სახეობა პირველია, რომელმაც რეპტილიებისა და ფრინველების ევოლუციური კავშირი ნათლად აჩვენა, მაგრამ შეეძლო ამ ფრთოსან დინოზავრს ფრენა? ანდა როგორ დაფრინავდა იგი?

მრავალი ათწლეულის განმავლობაში პალეონტოლოგები ამ შეკითხვების ირგვლივ კამათობდნენ, რადგან მიუხედავად ფრთების ქონისა, ჯერ-ჯერობით გაურკვეველი იყო, თუ როგორ იწეოდა არქეოპტერიქსი ჰაერში - გადმოვარდნით ეშვებოდა ხის ტოტიდან და პლანირებით მართავდა სხეულს, მიწიდან ფრთების ქნევით ფრინდებოდა თუ სხვა ხერხებს მიმართავდა.

არქეოპტერიქსის კიდურების ძვლების ახალმა ანალიზმა აჩვენა, რომ მისი სტრუქტურა ძალიან ჰგავს ხოხბისა და მწყერისას, შესაბამისად, ბუმბულიანი დინოზავრი მათ მსგავსად მოკლე დისტანციაზე დაფრინავდა. ამრიგად, დგინდება, რომ მას ფრთების ქნევით შეეძლო აფრენა ანუ ე.წ. აქტიური ფრენა.

არქეოპტერიქსის პირველი ნამარხი 1860 წელს გერმანიაში, ზოლინჰოფენის ზედა იურულ ლითოგრაფიულ ფიქალებში აღმოაჩინეს. მომდევნო წელს იგი პირველად ჰერმან ფონ მაიერმა აღწერა და Archaeopteryx უწოდა, რაც ნიშნავს „ძველ ფრთოსანს“.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]