weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ორი უახლესი კონცეპტუალური ელექტროავტომობილი

15:37 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018

2022 წლის სერიული მოდელის პრელუდია Volkswagen I.D. Vizzion Concept, გერმანული ავტომწარმოებლის სამოდელო ხაზის უახლესი დამატებაა, საერთო სახელწოდებით I.D. ანუ მომავლის ავტომობილების კონცეპტებისა და საფლაგმანო ავტომნომიური სედანის ანონსი.

როგორც Volkswagen-ის ბრენდის გენერალური დირექტორი ჰერბერტ დისი ამბობს, უახლესი კონცეპტუალური მანქანა ამტკიცებს, რომ ავტონომიური და ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებები მოსაწყენი არ იქნება. I.D. Vizzion Concept-ს ელემენტების ერთი დამუხტვით 650 კმ გავლა შეუძლია. კონცეპტს საჭე არ გააჩნია, რაც Volkswagen I.D. Vizzion Concept-ის სრულ ავტონომიურობას გვიჩვენებს, თუმცა შემქმნელი ამბობს, რომ წარმოებაში 2022 წელს ჩაშვების შემდეგ, ავტომობილს ტრადიციული კოკპიტი და საჭე გაუჩნდება.

კომპანიამ GFG Style, რომელიც სახელოვან იტალიელ ავტოდიზაინერ ჯორჯეტო ჯუჯაროს და მის ვაჟს ეკუთვნის, მარტის დასაწყისში ჟენევის ავტოსალონზე ახალი ქმნილება წარადგინა - ელექტრონული კონცეპტუალური ავტომობილი Sybilla ელექტროენერგიის მართვის ინოვაციური ტექნოლოგიით. ჩინური ენერგეტიკული კომპანიის (Envision) უშუალო ჩარევით შექმნილი სიახლის ძალოვანი დანადგარი შედგება ოთხი ელექტროძრავისგან, მაგრამ მისი სიმძლავრე ჯერ არ გახსნილა. ელექტროქარის სიგრძე 5000 მმ, სიმაღლე კი 1480 მმ გახლავთ. მოდელს გასაწევი საქარე მინა აქვს, საყრდენები არ არსებობს, უკანა კარები კი Gullwing-ის სტილშია დამზადებული. Envision-ის მიერ შემუშავებული ენერგიის მართვის ტექნოლოგია ამ ავტომობილის სმარტ-სახლის, კვარტალის ან მთელი ქალაქის ენერგოსისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა, ამასთან ის რეალური დროის რეჟიმში ენერგიის ოპტიმალური გადანაწილების ანალიზსა და პროგნოზირებას შეძლებს. კონცეპტის სალონში მოთავსებულია ოთხი ინდივიდუალური სავარძელი, დისპლეი უკანა მგზავრებისთვის, ავტომობილის მთავარი ფუნქციების მართვის კონსოლი და ხელსაწყოების ციფრული პანელი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]