weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქრის ევანსს კაპიტანი ამერიკის როლი მობეზრდა

14:37 შაბათი, 24 მარტი 2018

მსახიობმა ქრის ევანსმა კომპანია „მარველის“ კომიქსებზე შექმნილი კინოსამყაროდან წასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შურისმაძიებლების“ მე-4 სერია მისი პოპულარული სუპერგმირისთვის, კაპიტანი ამერიკისთვის ბოლო იქნება.

„მატარებლიდან იქამდე უნდა ჩამოხვიდე, სანამ ხელს გკრავენ“, - განმარტა 36 წლის ვარსკვლავმა.

კულუარული ინფორმაციით, 2019 წელს გამოსასვლელ „შურისმაძიებლების“ მომდევნო სერიაში ქრის ევანსის პოპულარული პერსონაჟი სახელად სტივ როჯერსი იგივე კაპიტანი ამერიკა მოკვდება, სუპერგმირის მთავარ იარაღს, ვიბრანიუმის ფარს კი სხვა პერსონაჟი გადაიბარებს, რომელიც ფრანშიზაში ახალი კაპიტანი ამერიკა გახდება.

ქრის ევანსს სტივ როჯერსის როლის შესრულება ჯამში 7 ფილმში გამოუვა. სამი მათგანი კაპიტანი ამერიკის სერიაა, ოთხი კი - „შურისმაძიებლების“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადება გასულ წელს რობერტ დაუნი უმცროსმაც გააკეთა, როდესაც „მარველის“ მიმდინარე კინოსამყაროდან წასვლაზე ისაუბრა. ჭორების თანახმად, მის სუპერპოპულარულ პერსონაჟ რკინის კაცსაც იგივე ბედი ელის, რაც - ქრის ევანსის გმირს: „შურისმაძიებლების“ დასკვნით ფილმში ტონი სტარკიც დაიღუპება.

შეგახსენებთ, რომ „მარველის“ კინოსამყაროს უახლესი ფილმი „შურისმაძიებლების“ მე-3 სერიაა, რომელიც კინოეკრანებზე აპრილის ბოლოს გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]