weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სტივენ სპილბერგის სერიალში ხავიერ ბარდემი ერნანდო კორტესს განასახიერებს

17:59 სამშაბათი, 27 მარტი 2018

ოსკაროსანი ესპანელი კინოვარსკვლავი ხავიერ ბარდემი მთავარ როლს შეასრულებს სტუდია „ამაზონისა“ და სტივენ სპილბერგის წარმოებულ ისტორიულ მინი-სერიალში სათაურად „კორტესი“, რომელიც ლეგენდარულ ესპანელ კონკისტადორ ერნან კორტესზე მოგვითხრობს.

ოთხსაათიანი ხანგრძლივობის პროექტის სცენარის ავტორი ოსკაროსანი სცენარისტი სტივენ ზაილიანია („შინდლერის სია“), ორიგინალი სიუჟეტის იდეის კი - აღიარებული სცენარისტი, ორგზის ოსკაროსანი დალტონ ტრამბო (1905-1976). მინი-სერიალის პროდიუსერები სხვადასხვა სერიალებით ცნობილი დერილ ფრენკი და ჯასტინ ფალვი იქნებიან, სტივენ სპილბერგი კი პროექტში აღმასრულებელი პროდიუსერის ამპლუით დაკავდება.

აღსანიშნავია, რომ დალტონ ტრამბოს ხსენებული სცენარის მიხედვით, ერნან კორტესზე ფილმის გადაღება მრავალი წელია იგეგმებოდა. უკანასკნელად, 2014 წელს გავრცელებული ინფორმაციით, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი სწორედ სტივენ სპილბერგს უნდა გადაეღო ხავიერ ბარდემით მთავარ როლში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]