weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

Rolls-Royce Wraith Luminary: საოცარი სპეცეფექტების მქონე კუპე

11:43 ხუთშაბათი, 29 მარტი 2018

Luminary ინგლისურად „მნათობს“ ნიშნავს, ის შეიძლება იყოს არა მარტო მზე, მთვარე, ან ზოგადად სხვა რაიმე მანათობელი საგანი, არამედ გამორჩეული, ლიდერი ადამიანიც. სწორედ ასეთ ადამიანებს ეძღვნება Rolls-Royce Wraith-ის კუპეს საკოლექციო გამოშვება, რომელშიც 55 ავტომობილი შედის.

ინგლისელებმა განსაკუთრებული ყურადღება სპეცეფექტებს მიაქციეს, რომელიც ადრე ავტოწარმოებაში არ გამოიყენებოდა. მაგალითად, ჭერზე ვარსკვლავური ცა უკვე იყო, მაგრამ ახლა ბოჭკოვანი ოპტიკის 1340 ნათურა მეტეორების ვარდნის იმიტაციას ახდენს: რვა ვარსკვლავი, შემთხვევითი რიგით წინა სავარძლების თავზე გადაიფრენს. კარის პანელებში ჩეხეთში არსებული ნარჩევი მუხის დეტალებია გამოყენებული. შიგნიდან ფოროვან ფანერას დიოდის 176 ნათურა ანათებს და ჰიპნოზურ სურათს ქმნის. იგი ერთი ღილაკით ირთვება. ვირტუალური ცის მოწყობას 20 საათი ჭირდება. ვარსკვლავები უპირატესად მძღოლის თავს ზემოთ ეცემა და მის სტატუსს ხაზს უსვამს. იმავე მიზანს ემსახურება ნათელი წინა სავარძლები, რომლებიც ანთრაციტის უკანა სავარძლებთან კონტრასტშია.

ძარა ახალ ფერშია (Sunburst Grey) შეღებილი, რომელიც მზის სხივზე რუხ ფერს მუქი სპილენძისფერით ცვლის. მას ხელით მოხაზული ზოლები (Sunburst Motif) აღვივებს.

განსაკუთრებულ ეფექტს ბორბლების დისკები იტაცებს. ბრიტანელებმა ლითონის ძაფებისგან 0.08-0.19 მმ ქსოვილი შექმნეს. ცენტრალური გვირაბი და კარები უნიკალური მასალითაა მორთული.

წყარო: Adjarasport

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]