weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მრავალფეროვანი ნუბრას ველი

15:26 პარასკევი, 06 აპრილი 2018

ინდოეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, ჯამუ და ქაშმირის შტატში მდებარე ლადახის რეგიონში არსებული ნუბრას ველის უძველესი სახელი ინდოელი სწავლულების თქმით, ლდუმრა ანუ ყვავილების ველია. ყარაყორუმისა და ლადახის ქედების გამყოფი ველი ორი მდინარის, შიოკისა და ნუბრას (იგივე სიაჩანის) შესართავის დაბლობია.

მკაცრი ბუნებითა და ადამიანთა ნაკლებობით გამორჩეული ნუბრას ველი, რომელიც ზღვის დონიდან 3048 მეტრზე მდებარეობს მრავალი ტურისტისთვის მიმზიდველი ადგილია. მისთვის ერთნაირადაა დამახასიათებელი თოვლი და ყინვა, უდაბნოს ქვიშა და წყალი. ნებისმიერი ვიზიტორი ნუბრას ხეობაში გადაადგილებისას ვალდებულია დაცული ტერიტორიებისთვის საჭირო ნებართვა აიღოს.

ქაცვის ბუჩქების ტყეებით მდიდარი ნუბრას ველი უმეტესად სხვადასხვა ფრინველის სახეობებითა და რაღა თქმა უნდა ბაქტრიული აქლემებითაა ცნობილი.

ნუბრას დაბლობში, ლადახის რეგიონის დედაქალაქ ლეჰიდან 150 კმ ჩრდილოეთით, დისკიტის ბუდისტური ტაძარი (იგივე დესკიტ გომპა) მდებარეობს, რომელიც მე-14 საუკუნეში დაარსდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]