weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სმარტფონების მოხმარების გამო ბავშვებს ფანქრებით სარგებლობა უჭირთ

17:44 პარასკევი, 06 აპრილი 2018

უცხო არავისთვისაა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებზე განსაკუთრებულად მიჯაჭვულები ბავშვები არიან. ორგანიზაცია Heart of England NHS Foundation Trust-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დღეს ბავშვები ტექნოლოგიებით იმდენად ხშირად სარგებლობენ, რომ ფანქრის ხმარება უჭირთ.

მკვლევარების თქმით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სენსორული ეკრანის მქონე სმარტფონებისა და ე.წ. ტაბლეტების ხშირად სარგებლობის გამო, ბავშვის თითის კუნთი სათანადოდ ვერ ვითარდება იმისთვის, რომ მან ფანქრებით დახატოს.

ზემოთხსენებული ორგანიზაციის თერაპევტის, სალი პეინის თქმით, ტაბლეტებისა და სმარტფონების გამოყენების გამო, ბავშვები, რომლებიც პირველ კლასში მიდიან, ფანქარს ადვილად ვერ ეგუებიან. მათ უჭირთ მისი გამოყენება გაზარმაცებული კუნთების გამო, 10 წლის წინ კი მსგავსი ვითარება არ ყოფილა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]