weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჰენრი და ბალუ – ძაღლი და კატა, რომლებსაც ძალიან უყვართ ლაშქრობა

11:38 შაბათი, 07 აპრილი 2018

საუკეთესო მეგობრებს, ძაღლს სახელად ჰენრის და კატა ბალუს ბევრი რამ აქვთ სართო - ორივე მათგანი თავშესაფარში გაიზარდა და ორივეს უყვარს პატრონებთან ერთად ლაშქრობაში სიარული.

კოლორადოს შტატის მთებში მათი მოგზაურობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ შესახებ ახლახანს „ბი-ბი-სიმაც“ დაწერა.

ჰენრისა და ბალუს პატრონები სინტია და ანდრე არიან. თავშესაფრიდან წამოყვანის შემდეგ მათ ჰენრისთვის „ინსტაგრამში“ ცალკე პროფილი შექმნეს, რომელმაც სამი წლის განმავლობაში 30 ათასზე მეტი გამომწერი მოაგროვა. გამომწერების რაოდენობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც სინტიამ და ანდრემ თავშესაფრიდან კატა ბალუც წამოიყვანეს. სინტიას თქმით, ბალუ დანახვისთანავე მიეკედლა ჰენრის და მას შემდეგ განუყრელი მეგობრები არიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]