weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

MW Luka EV: ელექტროფიცირებული რეტრო ავტომობილი

15:53 შაბათი, 07 აპრილი 2018

ჩეხურმა კომპანიამ MW Motors, ელექტრონული კუპე Luka EV-ს წინასასერიო პროტოტიპი ააწყო. მსუბუქი ელექტროქარი 300 კმ სვლის მარაგითა და 20 000 ევროს ღირებულებით უნდა იყოს. მისი გარეგნული მსგავსება 1950-1960-იანი წლების მოდელებთან (Volkswagen Karmann Ghia, Aston Martin DB4, Škoda 110 R, Tatra JK 2500) შეიმჩნევა. შეგნებულად თუ დამთხვევით, MW Motors-ის ლოგოტიპიც Volkswagen-ისას ძალიან ჰგავს.

ავტოს შასი ალუმინისგანაა შესრულებული, ძარა კი მინაბოჭკოვანი მასალით არმირებული პლასტიკისგან არის დამზადებული. სიგრძე 4050 მმ, სიგანე1620 მმ, სიმაღლე 1220 მმ, ბორბლების ბაზა კი 2300 მმ გახლავთ. მთელი ოპტიკა დიოდურია.

შემქმნელებმა ბორბლებში 12.5 კვტ (17 ცხენისძალა) სიმძლავრის ოთხი ელექტროძრავის ჩამონტაჟება გადაწყვიტეს. კუმულატიური ძალა 50 კვტ (68 ცხენისძალა) შეადგენს. ელემენტების ძებნისას არჩევანი შეჩერდა ნიკელ-კობალტ-მარგანეცის ხელსაწყოზე, მისი შედარებითი სიიაფისა და 21.9 კვტ/სთ მოცულობის გამო. იდეის მიხედვით, ერთ საათში აკუმულატორების დამუხტვა შესაძლებელია 80%-მდე. მთელი ამ აღჭურვილობით, Luka-მ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის 9.6 წამი უნდა დახარჯოს და მაქსიმალურ სისწრაფეს, 146 კმ/სთ უნდა მიაღწიოს. მიზნობრივი 300 კმ სვლის მარაგი უკვე თითქოს მიღწეულია, თუმცა ჯერ ყველა ათვლა ზეპირადაა გაკეთებული.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]