weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შარლიზ ტერონმა Atomic Blonde-ის გაგრძელებაზე ისაუბრა

17:05 პარასკევი, 13 აპრილი 2018

სან ფრანცისკოში მიმდინარე კინოფესტივალზე ვიზიტისას ჰოლივუდის ოსკაროსანმა ვარსკვლავმა შარლიზ ტერონმა გასული წლის მძაფრსიუჟეტიანი კინოჰიტის, „ფეთქებადი ქერას“ (Atomic Blonde) გაგრძელების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

სამხრეთ აფრიკელი მსახიობის თქმით, სიკველზე მუშაობა უკვე დაწყებულია, რაც მანამდე რეჟისორმა დევიდ ლიჩმაც დაადასტურა. გადაღებებისა და პრემიერის თარიღები ანდა სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა რეჟისორმა ადრევე განაცხადა, რომ გაგრძელებაში მაყურებელი 90-იან წლებში განვითარებულ ისტორიას იხილავს, ორმაგ ჯაშუშ ქალ პერსონაჟზე ფილმებს კი იქამდე გადაიღებენ, სადამდეც ამას შარლიზ ტერონი მოისურვებს, თანაც სცენარის ავტორ კურტ ჯონსტადს თავიდანვე კინოტრილოგია ჰქონდა ჩაფიქრებული.

2012 წელს გამოცემულ გრაფიკულ რომანზე (The Coldest City) დაფუძნებული „ფეთქებადი ქერა“ გასულ წელს გამოვიდა და 30 მილიონი დოლარის მქონე ბიუჯეტით მსოფლიო გაქირავებაში 98.5 მილიონი მოაგროვა. კინოჰიტი მაყურებლებმა და კრიტიკოსებმაც მოიწონეს, რომლებმაც რეალისტური ექშენ-სცენების, პერსონაჟებისა და საუნდტრეკების გამო ფილმისთვის დადებითი შეფასებები გაიმეტეს.

რაც შეეხება დევიდ ლიჩს, ახლახანს ასევე გახდა ცნობილი, რომ „ჯონ უიკის“, „ფეთქებადი ქერასა“ და „დედპული 2“-ის რეჟისორი „ფორსაჟის“ დაანონსებულ სპინ-ოფ სერიას გადაიღებს, რომელიც 2019 წლის ივლისში გამოვა და იგი მხოლოდ ჯეისონ სტეტჰემისა და დუეინ ჯონსონის პერსონაჟების შესახებ იქნება.

„ფორსაჟის“ სპინ-ოფის სათაური „ჰობსი და შოუ“ (Hobbs and Shaw) გახლავთ. მისი სცენარის ავტორი ქრის მორგანია, რომელმაც ამ ფრანშიზის უკანასკნელი 6 სერიის სცენარები დაწერა.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული ფილმის გამო დუეინ ჯონსონს ვინ დიზელთან, რომელიც „ფორსაჟის“ ერთ-ერთი პროდიუსერიცაა, უთანხმოება მოუვიდა, რადგან ვინ დიზელს არ სურდა საერთო კინოსერიულობისგან განცალკევებული, მხოლოდ ორ პერსონაჟზე შექმნილი ფილმის გადაღება, რასაც „ფორსაჟის“ სხვა ვარსკვლავი, ტაირეს გიბსონიც ეთანხმება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]