weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სტივენ სპილბერგი კომიქსის გმირზე ფილმს გადაიღებს

11:55 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

სამი ოსკარის მფლობელი რეჟისორი და პროდიუსერი სტივენ სპილბერგი კომპანია DC Comics-ის მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გმირ Blackhawk-ზე ფილმს გადაიღებს.

ახალი მძაფრსიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმის წარმოება კიდევ ერთხელ გააერთიანებს სპილბერგის კუთვნილ კომპანია Amblin Entertainment-სა და კომპანია „უორნერ ბრაზერსს, რომლებმაც ერთად გადაიღეს რეჟისორის ბოლო ფილმი - Ready Player One.

Blackhawk-ის სცენარს დევიდ კეპი დაწერს, რომელსაც სტივენ სპილბერგთან უკვე უმუშავია ფილმებზე: Jurassic Park, The Lost World: Jurassic Park, War of the Worlds, Indiana Jones and the Kingdom of the Crystal Skull.

ფილმის სიუჟეტი ნაცისტურ გერმანიასთან მებრძოლ გამბედავ სამხედრო მფრინავებზეა. ხსენებულ გმირებზე პირველი კომიქსი 1941 წელს გამოიცა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]