weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში ანტონიო ბანდერასი და პენელოპე კრუსი ითამაშებენ

15:58 ხუთშაბათი, 19 აპრილი 2018

ესპანელი სცენარისტი, პროდიუსერი და რეჟისორი პედრო ალმოდოვარი კიდევ ერთხელ ითანამშრომლებს ცნობილ ესპანელ კინოვარსკვლავებთან, ანტონიო ბანდერასსა და პენელოპე კრუსთან ახალ დრამაში სათაურით „ტკივილი და დიდება“ (Dolor y gloria), რომელიც აღიარებული რეჟისორის რიგით 21-ე ფილმი იქნება.

ალმოდოვარის თქმით, ახალი ფილმის მთავარი პერსონაჟი კინოსა და თეატრის რეჟისორი იქნება, რომელსაც შემოქმედებასა და პირადი ცხოვრების სირთულეებთან მოუწევს გამკლავება.

აღსანიშნავია, რომ ახალი სურათი ანტონიო ბანდერასისა და პედრო ალმოდოვარისთვის მეშვიდე ერთობლივი ნამუშევარი გახდება. რაც შეეხება პენელოპე კრუსს, მსახიობს რეჟისორთან ერთად აქამდე ხუთ ფილმზე უმუშავია.

ფილმის გადაღებები ივლისში დაიწყება. სურათის წარმოებით მადრიდში არსებული კინოკომპანია El Deseo დაკავდება, რომელიც პედრო ალმოდოვარმა ძმასთან ერთად 1987 წელს დააფუძნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]