weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხავიერ ბარდემი ვუდი ალენს მხარს უჭერს

11:39 პარასკევი, 20 აპრილი 2018

ოსკაროსანი კინოვარსკვლავი ხავიერ ბარდემი აღიარებული სცენარისტისა და რეჟისორის, ვუდი ალენის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში არსებული კამპანიის საპასუხოდ, 4 ოსკარის მფლობელ რეჟისორს თანადგომას უცხადებს და აღიარებს, რომ სხვა მსახიობებისგან განსხვავებით, საერთოდ არ რცხვენია რეჟისორთან ძველი თანამშრომლობის.

ესპანელმა მსახიობმა ასაკოვან რეჟისორს, რომელთან ერთადაც 2008 წლის წარმატებულ რომანტიკულ კომედია „ვიკი კრისტინა ბარსელონაზე“ იმუშავა, ფრანგულ გამოცემა Paris Match-თან საუბარში დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, რომ ვუდი ალენის მიმართ ბოლო დროს კიდევ ერთხელ აგორდა კრიტიკის ტალღა მის წინააღმდეგ არსებული სექსუალური ძალადობის ძველი ბრალდების გამო.

უამრავმა კინოხელოვანმა ვუდი ალენთან თანამშრომლობა გაწყვიტა, ზოგმა მსახიობმა კი რეჟისორთან მუშაობას შეცდომა უწოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]