weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„შურისმაძიებლების“ მე-3 სერიამ მსოფლიო კინოგაქირავების რეკორდი მოხსნა

12:04 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

კომპანია Marvel-ის კომიქსების სუპერგმირებზე შექმნილმა უახლესმა კინოსერიამ სათაურით „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (Avengers: Infinity War) მსოფლიო პრემიერიდან პირველივე უქმეებზე (ე.წ. Opening Weekend) 630 მილიონი აშშ დოლარი შემოსავლის მოგება შეძლო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

აღნიშნული ფინანსური მოგებით ფილმმა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სურათია (ბიუჯეტი: $300 მილიონი), „ფორსაჟის“ მე-8 სერიის მიერ გასულ წელს დამყარებული რეკორდი ($539 მილიონი) გააუმჯობესა.

„შურისმაძიებლების“ მე-3 ნაწილში პოპულარული კომიქსის გმირები, რომლებიც „მარველის“ კინოსამყაროს სერიული ფილმებით (Marvel Cinematic Universe) უკვე კარგად გაიცნო მაყურებელმა, საერთო მტრის წინააღმდეგ ერთიანდებიან - სუპერგმირთა ჯგუფი პლანეტისა და სამყაროს გადასარჩენად კოსმოსურ ტიტან თანოსს ებრძვის, რომელსაც ე.წ. უსასრულობის ქვების ხელში ჩაგდებით სურს აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება და ნახევარი სამყაროს განადგურება.

აღსანიშნავია, რომ ბოქს-ოფისში ხსენებული წარმატების ფონზე „შურისმაძიებლების“ ახალ სერიას კრიტიკოსებიც წყალობენ - ძმების, ენტონი და ჯო რუსოების ფილმი, რომლის პრემიერაც 27 აპრილს შედგა, უკვე დადებითი შეფასებებითა და მაღალი რეიტინგებით გამოირჩევა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]