weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ლარს ფონ ტრიერის ახალი ფილმი სერიულ მკვლელზეა

16:12 ორშაბათი, 14 მაისი 2018

კანში მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალზე აღიარებული დანიელი რეჟისორის, ლარს ფონ ტრიერის ახალი ფილმის პრემიერა შედგება. თრილერი სათაურად „სახლი რომელიც ჯეკმა ააშენა“ (The House That Jack Built) უკვე ხასიათდება, როგორც რეჟისორის ყველაზე სასტიკი და ძალადობრივი ნამუშევარი.

ფილმის სიუჟეტი 70-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და მაღალინტელექტუალური მანიაკი მკვლელის, სახელად ჯეკის ისტორიას გვიყვება. ფილმის ტრეილერი ახლახანს გამოქვეყნდა.

ფილმში მთავარ როლს ოსკარის ნომინანტი მეტ დილონი ასრულებს, მის გარდა ასევე მონაწილეობენ: უმა თურმანი, ბრუნო განცი და რაილი კიო. „სახლი რომელიც ჯეკმა ააშენა“ მსოფლიო კინოეკრანებზე ნოემბრიდან გამოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]