weather cur horoscope tv
მარტი 30, 2024

მინესოტაში ორთავიანი ირმის ნუკრი იპოვეს

17:06 ოთხშაბათი, 16 მაისი 2018

მინესოტის შტატის ტყეში უბრალო სოკოს შემგროვებელი მუტანტ ქმნილებას - ორთავიან ირმის ნუკრს წააწყდა. მეცნიერთა განცხადებით, შემთხვევა უიშვიათესია. აშშ-ის ტყეებში ყოველწლიურად ათობით მილიონი ირმის ნუკრი იბადება, მაგრამ მსგავსი პათოლოგიები ძალზე იშვიათად ხდება.

ნაპოვნი ნუკრები ახალი მკვდარი სიამის ტყუპები იყვნენ. მრავალმხრივი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნუკრებს ერთი სხეული ჰქონდათ, მათი ხერხემალი გულმკერდთან ორად იყოფოდა, შესაბამისად, პატარები ვერ სუნთქავდნენ და მკვდრადშობილები იყვნენ. ორთავიან ნუკრს კუჭ-ნაწლავის ორი სხვადასხვა ტრაქტი ჰქონდა, საერთო პერიკარდიალურ ღრუში - ორი გული და ზედმეტი ელენთები, თუმცა საზიარო ჰქონდათ ღვიძლი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ირმებში ერთ-ერთი პირველია. მსგავსი ტყუპები უფრო დამახასიათებელია შინაურ ცხოველთათვის, მაგალითად - ცხვრებში, ძროხებსა და კატებში, მაგრამ გარეულ ცხოველებში ეს პათოლოგია იშვიათია.

1671-2006 წლებს შორის გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, ველურ ბუნებაში დაფიქსირებულია სიამის ტყუპების მხოლოდ 19 შემთხვევა. მათ შორის, ირემი მხოლოდ 5 იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]