weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

Borgward BX6: ახალი სერიული ქროსოვერი

16:28 ხუთშაბათი, 17 მაისი 2018

სამი წლის წინ რეორგანიზებული ფირმა Borgward ნელ-ნელა ძლიერდება: თუ 2016 წელს ჩინეთის ბაზარზე 30 ათასი ავტომობილის გაყიდვა მოხერხდა, შარშანდელი შედეგი უკვე 44 ათასს შეადგენს, ახლა კი ჰორიზონტზე მესამე მოდელია, რომელიც რამდენიმე წლის წინ კონცეპტის სახით გამოჩნდა.

ახალი Borgward BX6 კუპე BX5-ის მსგავსი ვარიანტია, თუმცა სილუეტი კუზიანი სახურავითა და უკანა ნაწილის ცალკეული კუდით სამმოცულობიან სედანს უფრო ჰგავს.

BX5 მოდელთან შედარებით,ა ხალ მოდელში სიგრძე 111 მილიმეტრით გაიზარდა (4601 მილიმეტრამდე), სიმაღლე კი 19 მილიმეტრით შემცირდა (1675 მილიმეტრამდე), სიგანე (1877 მმ) და თვლების ბაზა (2685 მმ) ხელუხლებელი დარჩა. შეცვლილია სვლის შუქის ვერტიკალური ნათურები, ინტერიერი კი გამოირჩევა მხოლოდ დეკორითა და შეფუთული სავარძლით.

Borgward BX6-ს კომპანია GT კლასის პოზიციას ანიჭებს, ამიტომ წინამორბედი მოდელის (BX5) სამი ძრავიდან მას მხოლოდ უმძლავრესი ეკუთვნის. ეს არის ბენზინის, 224 ცხენისძალიანი, „ტურბოოთხიანი“ 2.0 T-GDI.

მდიდარია აღჭურვილობაც: ტყავის სალონი, მძღოლის ელექტრომართვადი სავარძელი, კლიმატ-კონტროლი და ავტომატურად მართული მეხუთე კარი. ავტომობილი მინიმუმ $29 000 ღირს.

წყარო: Adjarasport

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]