weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჯონ მალკოვიჩი BBC-ის ახალ პროექტში ერკიულ პუაროს განასახიერებს

11:32 პარასკევი, 25 მაისი 2018

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონ მალკოვიჩი ცნობილი სალიტერატურო პერსონაჟის, ერკიულ პუაროს როლს შეასრულებს აგათა ქრისტის 1936 წლის რომანის, „მკვლელობა ანბანის მიხედვით“ გადაღებულ ეკრანიზაციაში.

სამი ეპიზოდისგან შემდგარი ტელეპროექტის გადაღებები ივნისში დაიწყება, შემდეგ კი BBC-ის ეთერში გავა. ეკრანიზაციაში მალკოვიჩის გარდა ერთ-ერთ მთავარ როლს „ჰარი პოტერის“ კინოსერიების ვარსკვლავი რუპერტ გრინტი შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ქარიზმატული ბელგიელი დეტექტივის საეკრანო სახე უკანასკნელად კენეტ ბრანამ შექმნა მხატვრულ ფილმში „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“. რაც შეეხება, ტელევერსიებსა და სერიალებს, მსგავს პროექტებში პერსონაჟი ყველაზე მეტჯერ დევიდ სუშემ განასახიერა 13 სეზონისგან შემდგარ პოპულარულ ტელესერიალში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]