weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„მაკლარენმა“ მომავლის სარბოლო ავტომობილი წარადგინა

14:48 კვირა, 03 ივნისი 2018

„მაკლარენის“ სარბოლო გუნდმა ტექნოლოგიურ განყოფილებასთან (McLaren Applied Technologies) ერთად მომავლის მანქანის კონცეფციის განახლებული ვერსია X2 წარმოადგინა.

სარბოლო მოდელის ძირითად თვისებებს წარმოადგენს: გაუმჯობესებული ძალოვანი დანადგარი მოძრაობის დროს ინდუქციის მეშვეობით დამატებითი დამუხტვით; ჰიბრიდული და მზის ენერგიის შემცირებული ფორმის აკუმულატორები ერთი კონკრეტული მდებარეობის ნაცვლად, რომელიც შასის სტრუქტურაშია ინტეგრირებული; გაძლიერებული გრაუნდ-ეფექტი; ჩამონტაჟებული დაცვის სისტემა გაუმჯობესებული ხედვით; აქტიური აეროდინამიკა ხელსაწყოებით, რომელიც სწორ მონაკვეთებსა და მოსახვევებში ზემწოლი ძალის დონეს აკონტროლებს და ენერგიის შთანთქმის უახლესი ტექნოლოგია - დარტყმის შემდეგ შასი იმის ნაცვლად, რომ დეფორმირებული დარჩეს, თავის პირვანდელ ფორმას უბრუნდება.

მოდელს რეალური დროის რეჟიმში შესრულების მონიტორინგი აქვს - ანალიტიკური სისტემა ავტომრბოლელის მოძრაობას დააკვირდება, მისი დაღლილობის დონეს მოსინჯავს და მანქანას ამ პარამეტრების შესაბამისად მოამზადებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]