weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

Porsche Taycan: ახალი ელექტროქარი „პორშეს“ ძველი სულით

14:52 ორშაბათი, 11 ივნისი 2018

2015 წლის სექტემბერში „პორშეს“ ახალი მოდელის ჩვენება ფრანკფურტის ავტოშოუზე შედგა, რა დროსაც მისი ყველა მთავარი მახასიათებელი გააცხადეს. ავტომობილის წარმოება 2019 წელს, ცუფენჰაუზენის ქარხანაში დაიწყება. მოდელმა ოფიციალური სახელწოდება მიიღო - Taycan.

სახელწოდებას თურქმანული ფესვები გააჩნია და მისი მიახლოებითი თარგმანი კვიცივით სწრაფსა და ენერგიულს ნიშნავს. „თაიჯან“ მინიშნებაა მარკის ლოგოტიპთან, რომელიც 1952 წლიდან ყალყზე შემდგარ ცხენს წარმოადგენს.

„პორშე“ Taycan-ის ვარიანტებისა და შემადგენელი ნაწილების შემუშავებაში 500 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს. ორძრავიანი Porsche Taycan, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენისძალაზე მეტია, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 3.5 წამამდე აჩქარდება, 200 კმ/სთ-მდე კი - 12 წამზე ნაკლებ დროში. სვლის მარაგი NEDC-ის ციკლით 500 კმ შეადგენს, კიდევ 100 კმ გასავლელად ელემენტების დამუხტვა 4 წუთში მოხერხდება, 15 წუთში კი აკუმულატორი 80% შეივსება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]