აგვისტო 15, 2018
weather cur airplane horoscope tv

ევან მაკგრეგორი „ნათების“ გაგრძელებაში ითამაშებს

11:46 - 14 ივნისი 2018 hits 215

საკულტო საშინელებათა ფილმ „ნათების“ (The Shining) სიკველში მთავარ როლს ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი ევან მაკგრეგორი შეასრულებს. სტენლი კუბრიკის 1980 წლის შედევრად მიჩნეული ფილმის მეორე ნაწილი ასევე დაფუძნებული იქნება საშინელებათა ჟანრის აღიარებული ავტორის, სტივენ კინგის რომანზე სათაურით „დოქტორი ძილი“ (Doctor Sleep), რომელიც სიუჟეტურად „ნათების“ გაგრძელებაა.

„დოქტორ ძილში“ მოქმედება „ნათების“ მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. ევან მაკგრეგორი გაზრდილ დენი ტორანსს განასახიერებს, რომელსაც ბავშვობის საშინელმა წარსულმა დაღი დაასვა და ალკოჰოლიკად აქცია, თუმცა კვლავ იყენებს საკუთარ ზებუნებრივ შესაძლებლობებს და გარდაცვლილთა სულებთან კომუნიკაციას ამყარებს.

სიკველ ფილმს საშინელებათა ფილმებით ცნობილი ახალგაზრდა რეჟისორი მაიკ ფლანაგანი (Absentia, Oculus, Hush, Before I Wake, Ouija - Origin of Evil) გადაიღებს, რომელმაც გასულ წელს ასევე სტივენ კინგის ნაწარმოების ეკრანიზაცია „ჯერალდის თამაში“ (Gerald’s Game) გადაიღო.

„დოქტორი ძილის“ პრემიერა 2020 წელს შედგება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]